ვაკანსია - ადმინისტრაციის უფროსი

14 მაისი 2018

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი
გამოსაცდელი ვადა 6 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


** ასოციაციის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და მონიტორინგი;
** ორგანიზაციის სტრუქტურის გამართული მუშაობისა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის ეფექტური კომუნიკაციის             უზრუნველყოფა;

**ასოციაციის საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებული საკითხების ზედამხედველობა;

**შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადება;
** ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი შეხვედრების, სამუშაო თათბირების ორგანიზება;
** სამუშაო შეხვედრების ოქმების მომზადება;
** თანამშრომლებზე გაცემული დავალებების ვადებში შესრულების მონიტორინგი;
** ორგანიზაციის ადამიანური რესურსის მართვა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** კორპორატიულ მეილებსა და სატელეფონო ნომრებზე შემოსული ინფორმაციის მონიტორინგი და მართვა;

**ასოციაციის ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული კუთხით გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი საშტატო  ერთეულების bსაქმიანობაზე ზედამხედველობა და კოორდინაცია (აიტი მენეჯერი, ლოჯისტიკის მენეჯერი, დამლაგებელი, bbკურიერი);

**აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორისა და მდივან-რეფერენტის საქმიანობის ზედამხედველობა

**შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადება;

**ასოციაციის წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში;
** უშუალო ხელმძღვანელისა და სხვა ადმინისტრაციული განკარგულებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების (ან სხვა რელევანტური სპეციალობის) კუთხით;
** მსგავს პოზიციაზე (ადმინისტრაციული ასისტენტი, კორპორატიული მდივანი) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

** ლიდერული თვისებები;
** სიტუაციის გაანალიზებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებგლად მიღების უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 18 მაისი 18:00 სთ-მდე დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადი ელ-მისამართზე: hr@gba.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,ადმინისტრაციის უფროსი “.

რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი